“ამიერკავკასიაში აშშ-ის ბიოლაბორატორიები რუსების გენეტიკური განადგურებისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – რუსი ექსპერტი

საქართველოსა და სომხეთში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთს და რუს ხალხს, – განაცხადა REGNUM-თან საუბარში, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის(МГИМО) სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა, მიხეილ ალექსანდროვმა.

„ამერიკელებმა ბიოლოგიური ლაბორატორიები, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შექმნეს. საქართველოსა და სომხეთში მათი არსებობა, უდავოა. აშკარაა, რომ იქ სწავლობენ სხვადასხვა პათოგენებს, რომლებიც, შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ანუ, ეს არის პირდაპირი საფრთხე რუსეთისა და რუსი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც რუსების გენეტიკურად განადგურებაზეა მიმართული. ამიტომ მათ ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ, უკრაინის ოპერაციის დაწყებამდე, ძალიან მოკრძალებულად ვიქცეოდით მათ მიმართ“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე ინტერვიუში ალექსანდროვი ამბობს, რომ “თუ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებაზე უარს იტყვის, რუსეთს ექნება უფლება ლაბორატორია სარაკეტო იერიშით გაანადგუროს”.

ექსპერტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე “ოპერაციის” ფონზე, საქართველოში ორიოდე ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებას, დასავლეთში, პრაქტიკულად ვერავინ შეამჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები