ზაზა წერეთელი: კოვიდსიტუაცია არა მარტო ჩინეთში გართულდა, არამედ – ჰონგ კონგსა და სამხრეთ კორეაშიც, შემთხვევების რაოდენობა ევროპაშიც იზრდება

კოვიდსიტუაცია არა მარტო ჩინეთში გართულდა, სიტუაცია ასევე ცუდი გახდა ჰონგ კონგსა და სამხრეთ კორეაში. შემთხვევების რაოდენობამ ევროპაშიც დაიწყო ზრდა, თუმცა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ეს ჯერ არ იქცევს ქვეყნების ყურადღებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი წერს.

“ორი წლის განმავლობაში Covid-ის დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნების შემდეგ, Omicron-მა დაარტყა ჰონგ კონგსა და ახალ ზელანდიას, მაგრამ შედეგები განსხვავებულია და ამის მიზეზს მოგახსენებთ.

ამ მომენტისათვის ჰონგ კონგში 20 შემთხვევიდან 1 მთავრდება სიკვდილით. ამის კონტექსტში რომ ვთქვათ, ჰონგ კონგის შემთხვევის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (NB განსხვავდება ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან) ამჟამად უფრო მაღალია ვიდრე ინგლისის ვაქცინამდელი პიკი.
საინტერესოა რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე ეს მაგალითად იყო 2020 წლის მარტში ჩრდილოეთ იტალიაში და გასულ ზამთარში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ პორტუგალიაში. ამ მომენტისათვის ჰონგ კონგმა ახლა დაამყარა ახალი გლობალური რეკორდი ყოველდღიური სიკვდილიანობის მხრივ.

ჰონგ კონგის დაღუპულთა საერთო რიცხვი თითქმის ვერტიკალურად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხადია, ყველა იკითხავს, რა ხდებოდა ვაქცინაციის მხრივ ამ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა როდესაც Omicron მოხვდა, ჰონკონგში 80+ ასაკის ადამიანების ორ მესამედზე მეტი ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინირებული, ახალ ზელანდიასა და სინგაპურში რამდენიმე პროცენტთან შედარებით. შესაბამისად შემთხვევებმა და სიკვდილიანობამ ამ ჯგუფში ძალზე იმატა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ რომ ჰონგ კონგის ხანდაზმულ მოსახლეობის უმეტესობას ვაქცინაცია ჩაუტარდა ჩინური Sinovac-ით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე Pfizer და ა.შ. ინფექციის.

ჰონგ-კონგის მაგალითი ნამდვილად ხაზს უსვამს განსხვავებას ომიკრონის „სირბილესა“ და იმუნიტეტით გამოწვეული „სირბილეს“ შორის
დეკემბერში, როდესაც Omicron გამოჩნდა სამხრეთ აფრიკაში, ბევრი აღნიშნავდა რომ სიმძიმის შესამჩნევი შემცირება შეიმჩნეოდა იმ პოპულაციაში, რომელიც კარგად იყო აცრილი და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჰონგ კონგში აჩვენებს, რომ ეს ასე იყო.

ჰონგ კონგის მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას სრულად გამორთოს Covid-ი 2 წლით, აცრას მოსახლეობის 75%, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული COVID-ისგან, როდესაც სიფრთხილის ზომები მოდუნებულია!!!

უნდა გვახსოვდეს, COVID უბრალოდ ელოდება სიტუაციას.

ის გვიჩვენებს იმ ვირუსის ბუნებას, რომელსაც ჩვენ წინაშე ვდგავართ და რომ სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება არავაქცინირებულ მოსახლეობაში
აქვე ისეც უნდა აღნიშნოს, რომ აზიის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ მასიურ ტესტირებას და, შესაბამისად, შემთხვევების რაოდენობაც უფრო მეტი ფიქსირდება და უფრო გამოხატავს რეალურ სურათს ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც ყველაფერი მოიხსნა და ტესტირების რაოდენობაც შემცირდა….

და ბოლოს, შემთხვევების რაოდენობამ ევროპაშიც დაიწყო ზრდა, თუმცა, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ეს ჯერ არ იქცევს ქვეყნების ყურადღებას”, – წერს ზაზა წერეთელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები