საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
თებერვლის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 34.1 ლარით ანუ 17%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში 4.5 ლარით არის გაზრდილი “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი და 204.9 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია, მასში არ შედის კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები.