ივანე ჩხაიძე: მეექვსე ტალღის პიკი გადავლახეთ, თუმცა, ლეტალობის მაჩვენებელი ისევ ძალიან მაღალია
თუ შევხედავთ მონაცემებს, რომლებიც ასახავენ ინფიცირებულთა რაოდენობას ყოველდღიურად, ჯერჯერობით, ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი უკვე გადავლახეთ, თუმცა, ვაქცინაცია კვლავ ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„გადავლახეთ მეექვსე ტალღის პიკი. თუ შევხედავთ მონაცემებს, რომლებიც ასახავენ ინფიცირებულთა რაოდენობას ყოველდღიურად, ჯერჯერობით, ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია იმის, რომ არ უნდა მივიჩნიოთ, თითქოს, ყველაფერი დასრულდა. ნებისმიერი მუტაციის შემთხვევაში დამატებითი, მესამე „ბუსტერ“ დოზა არის პრაქტიკულად 100%-იანი გარანტიაა ინფიცირებისგან თავის დასაცავად, მძიმე შემთხვევების, გარდაცვალებისგან დასაცავად“, – განაცხადა ჩხაიძემ.