ანდრეი კასანოვი: საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია

საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოში ჩამოსული თითოეული უკრაინელი გრძნობს.

„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო მეგობრებო, დღეს მსურს, ვთქვა, რომ უკრაინა მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, მათი მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ, უკრაინელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ყველა უკრაინელი, რომელიც ჩამოდის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გრძნობს ამ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები