„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ – მულტიმედიური გამოფენა გაიხსნება
18 მარტს, 16:00 საათზე, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, მულტიმედიური გამოფენა – „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ გაიმართება.
„შორიდან, სადაც ჩვენ არ ვართ, მდინარეს მოაქვს ამბები, აქამდე უხილავი, მოულოდნელი ისტორიებით. და რა ამბებია ეს?!
„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ – აჟღერებს საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ხმებს. გამოფენა თავს უყრის ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით სწორედ მათი რეალობის ამსახველ ერთ დიდ სურათს ქმნის.
გამოფენა, აღიარებული ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრების გარდა, მოიცავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია ლაბის სტუდენტების ნამუშევრებსაც.
გამოფენა იმართება USAID/საქართველოს #ჩვენვართსაქართველო კამპანიის ფარგლებში.
გამოფენა აერთიანებს ფოტოანაბეჭდებს, ისევე როგორც ვიდეო და საუნდ ინსტალაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაწილე არტისტები: ტბელ აბუსერიძე, შახ აივაზოვი, ნათელა გრიგალაშვილი, იუსტინა მელნიკიევიჩი, თაკო რობაქიძე, დათო მესხი, იური მეჩითოვი, დინა ოგანოვა, ჟულიან პებრელი, გიორგი შენგელია, გია ჩხატარაშვილი, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ხეთაგური.
და ასევე: სევაკ გაბრიელიანი, ბაჰარ მემედოვი, გუნელ კელილოვა, არზუ ოსმანოვა, მანსურ ნასიბოვი, ვარდუი კურგინიანი, იდრის რუსტამოვი, ნაჰიდ მამედოვი, სემა გასანოვა, აზიზ განიევი, ნიჰატ მამედოვი, აისუნ ალიევა, ელდარ მეიკანუმოვი, სენან სერიფოვი, აზიზ განიევი და ნიჯატ ჰუსეინოვი, ამილ მამედოვი, ელდარ მეიხანიმოვი, ლემან ნაბიევა, ტერან გასიმოვა, ადილ მამადლი, სეხავეტ ილიასოვი, აიხან ფაშაევი, ტურქაი დემირჩელოვი, ტაიფუნ პასაევი, საკინა რუსტამოვა, ნარინ მუსტაფაევა, ნიამედინ სერეევი, აშკენ ხაჩატრიანი, არაქს დემურჩიანი და კატია სარკისიანი, ტატევ ტუმასიანი, ანდრეას პარონიანი, ვილიამ ღაზარიანი, ლუსინე ნურჯანიანი, რიმა მარაგოზიანი, ნაზელი, რობერტ ხაჩატრიანები, სლავა კარსლიანი, ნარინე ტონაკანიანი, კრისტინა ჰაკობიანი, ლიდა მნატსიანი, კარენ შაიბეკიანი, სევალ გაბრელიანი, არტიომ კოსიანი, ჰასმიკ ავაგიანი, ჟანა ჩოგანდარიანი, აკსანა გიგოლიანი.
გამოფენისთვის შექმნილი მუსიკის ავტორია ლიზა რივსი.
პარტნიორები: USAID/საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, „სტამბა“, საქართველოს ეროვნული არქივი, თბილისი ფოტო ფესტივალი, Ukiyo კრეატიული სააგენტო.
გამოფენა 15 აპრილამდე გაგრძელდება.