რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით სუმის რაიონის ქალაქი ახტირკა დაბომბეს, რის შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, პაველ კუზმენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღეს არ არის მშვიდობიანი დილა ქალაქ ახტირკაში. ღამით კერძო სექტორის, სახლების საჰაერო დაბომბვა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. დანარჩენების ძებნა გრძელდება. ჩემს
უკან სახლები იწვის. მთელს მსოფლიოს ვაჩვენებ, რას გვიკეთებს მტერი. ის გვანადგურებს და გვბომბავს. მას მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა“, – თქვა მან.