მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დანახულია, როგორც სამომავლო განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ვექტორი

ვგეგმავთ, რომ რეზოლუციის მიღება მიმდინარე კვირაშივე მოხდეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დანახულია, როგორც სამომავლო განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ვექტორი.

„ვგეგმავთ, რომ რეზოლუციის მიღება მიმდინარე კვირაშივე მოხდეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. რა თქმა უნდა, მის მნიშვნელობას შექმნილი ვითარება განაპირობებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დანახულია, როგორც სამომავლო განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ვექტორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე კვირაში განიხილავს და მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები