ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს აეს-ი „როსატომს“ დაუკაშირეს და 11 ინჟინერი ჩაიყვანეს 

უკრაინის ატომური ენერგიის წარმოების ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა პეტრო კოტინმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ოკუპანტებმა მომუშავე პერსონალი შეკრიბეს და აცნობეს, რომ სადგური „როსატომის“ დაქვემდებარებაშია.

„ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სადგურზე მივიდნენ. მათ საკუთარი სახელები და გვარები არ დაუსახელებიათ – ამბობენ, რომ ისინი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა კოტინმა.

მათ მენეჯერებს განუცხადეს, რომ ახლა სადგური „როსატომს“ ეკუთვნის და უკრაინასთან კავშირი არ აქვს, აქედან გამომდინარე სადგურმა უნდა იმუშაოს „როსატომის“ განკარგულების მიხედვით.

არსებული ინფორმაციით მომუშავე პერსონალის რაოდენობა 11-ია. როგორც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ბირთვული და რადიაციული ფონის შესამოწმებლად ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები