გასულ 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1243 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 064 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 634 686 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 584 440, გარდაიცვალა 16 530 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები