Rzeczpospolita: ვარშავა და კრაკოვი უკრაინიდან ლტოლვილებს უკვე ვეღარ დაიტევენ
ვარშავამ და კრაკოვმა უკრაინელი ლტოლვილების მიღების ყველა რესურსი ამოწურეს, – წერს გამოცემა Rzeczpospolita.
აღინიშნება, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან კრაკოვში 80 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჩავიდა.
მათი ნაწილი ნათესავებთან დასახლდა, ნაწილი კი სასტუმროებსა და სხვა შენობებში ჩაასახლეს.
ქალაქის მერიის წარმომადგენლის, მონიკა ჩილაშეკის თქმით, ქალაქი მეტ ადამიანს ვეღარ დაიტევს.
„ეს ეხება სამუშაო ადგილებს, ადგილებს სკოლებში და საბავშვო ბაღებში, ადმინისტრაციულ და სოციალურ სერვისებს“, – განმარტა მან.
მისი თქმით, ლტოლვილებისთვის ქალაქის სპეციალური რეზერვიდან 14 მილიონი ზლოტაა დახარჯული, მაშინ – როდესაც რეზერვი მთლიანად 19 მილიონ ზლოტას შეადგენს.
ვარშავაში უკვე 200 000-მდე უკრაინელია ჩასული. აქაც შექმნილია პრობლემა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში.
მერიაში აცხადებენ, რომ ადამიანებს, როგორც წესი, არ სურთ პატარა ქალაქებში გადასახლება. მაგალითად, იმ დროს როდესაც ვარშავა და კრაკოვი უკვე გადატვირთულია, ვარმინსკო-მაზურკის ოლქში მხოლოდ 1,5 ლტოლვილი ჩავიდა.
10 მარტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა-პოლონეთის საზღვარი, დაახლოებით 1,5-მა მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა.