Meta: Facebook პუტინსა და რუს სამხედროებზე სიძულვილის ენას, დროებით, სიძულვილის ენად აღარ ჩათვლის
Facebook და Instagram ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანია ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომლებიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა და პოლონეთი.
“უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”, – ნათქვამია “მეტას” სპიკერის განცხადებაში.