ოთარ შამუგია: კონკრეტული პროდუქტების სხვა ბაზრებიდან მოძიების საჭიროება თუ დადგა, სრულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ იმპორტიორებს
შარშან უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის იმპორტის წილი დაახლოებით, 16% იყო და გარკვეული პროდუქტები ჩვენ უკრაინიდან შემოგვქონდა. ეს პროცესი ახლა შეფერხებულია. თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მარაგები არსებობს ქვეყანაში, ამ ეტაპზე ჩვენ ამ კუთხით შეფერხება არ გვექნება, თუმცა, გვქონდა საუბარი ახალ ბაზრებთან მიმართებით, თუ ამის საჭიროება დადგება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით იქ მიღწეული იქნება მშვიდობა. სხვა შემთხვევაში, კონკრეტული პროდუქტების სხვა ბაზრებიდან მოძიების საჭიროება თუ დადგა, რა თქმა უნდა, სრულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ იმპორტიორებს“, – განაცხადა შამუგიამ.