ბელარუსი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში სპეციალისტებს გზავნის
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში (ChNPP) სპეციალისტებს გაგზავნის.
ლუკაშენკოს თქმით, “სპეციალისტები” ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში “ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით გაემგზავრებიან”.
„ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა ელექტროენერგია დაუყოვნებლივ აღდგეს. ელექტროსისტემა იქ საბჭოთა პერიოდის მერე არ შეცვლილა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს.