კანადა უკრაინას 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას უგზავნის

კანადა უკრაინას, თავდაცვის მიზნით, 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ გამოცემა BBC კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მინისტრის თქმით, კანადა უკრაინას საკუთარი წარმოების კამერებსაც გაუგზავნის, რომლებიც სამხედრო დრონებზეა დამონტაჟებული.

“ჩვენ უკრაინელების გვერდით ვდგავართ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან”, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები