ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4019 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3,3991 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7360 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6802 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 10 მარტს შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები