ჯასტინ ტრიუდო: კანადა უკრაინას სამხედრო ტექნიკის ახალ პარტიას მიაწვდის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ უკრაინისათვის მაღალსპეციალიზებული იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ განცხადება ტრიუდომ Twitter-ზე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„კანადა უკრაინას უმაღლეს სპეციალიზებულ სამხედრო აღჭურვილობის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის. ჩვენ განვიხილეთ როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ასევე უკრაინის ჰუმანიტარული დახმარება“, – თქვა ჯასტინ ტრუდომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.

„კანადელები შთაგონებულნი არიან უკრაინელების გამბედაობითა და გამძლეობით, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი ლიდერობით და ვიცი, რომ მათ სურთ მისი აზრის მოსმენა“, – წერს კანადის მთავრობის მეთაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები