ყაჩაღობა, ადგილობრივების მიმართ ძალადობრივი ქმედებები, ფსიქოლოგიური ომი – დემორალიზებული რუსული ჯარი უკრაინაში

უკრაინის გენერალური შტაბი ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ რაიონებში ფართოდ არის დაფიქსირებული ყაჩაღობისა და ადგილობრივების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ 24 თებერვლიდან დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონების ტერიტორიებზე გამოიყენება ფსიქოლოგიური ომი. კერძოდ, გენშტაბის ინფორმაციით, შექმნილია ფსიქოლოგიური ომის გასატარებლად 10 ტაქტიკური ჯგუფი, რომელსაც ევალება მოსახლეობაში პროპაგანდის წარმართვა.

„ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რაიონებში, რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფიქსირდება ყაჩაღობის ფაქტები, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალადობრივი ქმედებები, სამოქალაქო შენობების დაკავება, საცეცხლე პოზიციების მოწყობა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ოკუპანტები ყირიმის მოსახლეობას უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით აშინებენ.

გარდა ამისა, რუსული სპეცსამსახურები ყირიმში ქმნიან ოპერატიულ ჯგუფებს, რომლებსაც ხალხში წინააღმდეგობის გამოვლენა ევალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები