“უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს მათ” – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილის სურვილი უკრაინაში გამგზავრება და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომაა.
“როგორც ჩანს, კოვიდი გადაიტანა და ახლა კარგად არის მაგ მხრივ. მთლიანად გადართულია უკრაინის საკითხზე. მებრძოლ ხასიათზეა და მითხრა, რომ უკრაინელები ძალიან ელოდებიან მის გათავისუფლებას და იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება. უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს მათ.
საშინელი კატასტროფაა ეს ომი, ჯვარი გვწერია, რომ არ შეგვეხოს ეს ომი, მაგრამ აუცილებლად შეგვეხება. შეიძლება, ბომბები არ ჩამოგვიყარონ ქვეყანაში, მაგრამ ეკონომიკური კრიზისი, ფსიქოლოგიური წნეხი შეგვეხება. ვლოცულობთ მშვიდობისთვის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.