საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. საქმე 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი დაცვის მხარისგან დასკვნით სიტყვას მოისმენს, ბრალდებული გიგი უგულავა კი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები