ქალაქ ვინიცას აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა. აეროპორტის დაბომბვის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 9 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვინიცის ოლქის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ დაღუპულთა შორის 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 სამხედროა. დაშავებულია კიდევ 6 ადამიანი. ერთი პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე 143 მაშველი და 23-მდე ტექნიკური საშუალება მუშაობს.