„ნანატრი მშვიდობისათვის“ – საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება

8 მარტს, 16:00 საათზე, №9 საგამოფენო გალერეაში, საქველმოქმედო გამოფენა „ნანატრი მშვიდობისათვის“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქველმოქმედო გამოფენა „ნანატრი მშვიდობისთვის” არის ქართველი თანამედროვე ხელოვანების გამოხმაურება უკრაინაში განვითარებულ ბოროტებასთან დაკავშირებით.
„Ჩვენ, ხელოვანებს, არ შეგვიწყვეტია ოცნება და ბრძოლა მშვიდობისთვის. Მიმდინარე აბსურდით დათრგუნულებმა გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის გადმოგვეცა ჩვენი ემოციები და იმედი, რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ და სიკეთე კიდევ ჩვენს მხარეს არის. Ჩვენ გამოსავალს მხოლოდ მოქმედებაში და ღირსების შენარჩუნებაში ვხედავთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენიდან შესული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.
გამოფენის კურატორია: ანა დედაბრიშვილი.
მონაწილეები: მარიამ გელაშვილი, ეთო ვალიჯანაშვილი, ლიზა აფაქიძე, ლუკა კიკნაძე, სალომე ქურდაძე, ნინო ელიაშვილი, თაკო კოპალიანი, ნინა ნარიმანიშვილი, მაკო ლომაძე, ანი თოიძე, ბერდია არაბული,
ნატალია ლაშხი, ლანა დევიძე, ანა დედაბრიშვილი, მარიამ შოთნიაშვილი, ნათია პერტაია.
გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.

მის: დიმიტრი უზნაძის №9, №9 გალერეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები