„დახურეთ ცა, თუ გინდათ, რომ ჩვენ ნელ-ნელა მოგვკლან?“- ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლელ ლიდერებს დახურონ ცა უკრაინის თავზე ან მისცენ უკრაინას თვითმფრინავები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აგრესორისგან, რომელიც სახელმწიფო ინფრასტრუქტურას ცინიკურად ანადგურებს.

„ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ: დახურეთ ცა უკრაინის თავზე. დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, სამხედრო ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის. გააკეთეთ ჰუმანიტარული საჰაერო სივრცე. რაკეტების გარეშე, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ – ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული ვალდებულებაა დაგვიცვათ ჩვენ – ადამიანები, თქვენ ეს შეგიძლიათ. თუკი თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს რათა ჩვენ საკუთარი თავი თავად დავიცვათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თქვენც გინდათ, რომ ჩვენ ნელ-ნელა მოგვკლან.

ეს დღეიდან და სამუდამოდ მსოფლიო პოლიტიკოსების და დასავლეთ ლიდერების პასუხისმგებლობაცაა”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები