პუტინი – ერდოღანს: ჯარს მხოლოდ მაშინ გავაჩერებ როცა უკრაინა ჩამბარდება

კრემლი ამტკიცებს, რომ თითქოს მზადაა დიალოგისთვის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებთან „კონფლიქტის რეგულირებისთვის“, მაგრამ არ შეაჩერებს ჯარს, სანამ უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დღეს ვლადიმერ პუტინი თურქეთს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.

„დადასტურებულია რუსეთის მხარის მზაობა დიალოგისთვის უკრაინელ ხელისუფლებასა და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის რეგულირებისთვის. ამასთან ერთად, გამახვილებულია ყურადღება მოლაპარაკებების ვადების გახანგრძლივების ყველა მცდელობის უპერსპექტივობაზე, უკრაინის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ  სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიევი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს, რუსეთის ყველა პირობას შეასრულებს და უკრაინა ჩაბარდება“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები