“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება” – დავით არახამია

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება“, – წერს დავით არახამია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი „მწვანე დერეფნის“ შეთანხმებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები