კიევის რაიონში ოკუპანტებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს – დაიღუპა 2 ადამიანი, 4 კი – დაშავადა
კიევის რაიონში პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო ოკუპანტების მიერ ავტომობილზე ცეცხლის გახსნის ფაქტზე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
„კიევის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპანტების მიერ სამოქალაქო ავტომობილსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ცეცხლის გახსნის ფაქტზე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 4 მარტს ექვსი ადამიანი ავტომობილით ბუჩანსკის რაიონიდან კიევის რაიონში გადაადგილდებოდა. რა დროსაც მათ ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის კოლონა შეხვდათ, მონიშნული ასობგერა “V”-თი, საიდანაც ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი ქალი და 17 წლის გოგონა. კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არიან არასრულწლოვნებიც.
„აგრესორი ქვეყნის სამხედრო პირების ქმედება კვალიფიცირდება როგორც ომის წესებისა და კანონების დარღვევა“,- აღნიშნა პროკურატურამ.