რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში 2000-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დროს 2037 სამხედრო ობიექტი განადგურდა.
„საერთო ჯამში ოპერაციის დროს უკრაინაში სამხედრო ინფრასტრუქტურის 2037 ერთეული განადგურდა“,- განაცხადა კონაშენკომ.
მისი თქმით, ასევე განადგურებულია 71 საკონტროლო და საკომუნიკაციო ცენტრი, 98 ერთეული S-300, Buk M-1 და Osa-ს საზენიტო სარაკეტო სისტემები, ასევე 61 სარადარო სადგური.
მანამდე, კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს 498 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 1597 დაშავდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 მარტს მოსკოვის დროით 10:00 საათიდან გამოაცხადა და გახსნა ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად.