მილიონობით ადამიანს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს- ნიკ კლეგი რუსეთში Facebook-ის დაბლოკვაზე

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაბლოკოს წვდომა Facebook-ზე და დატოვოს მილიონობით ადამიანი რუსეთში სანდო ინფორმაციისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გარეშე, – ასე შეაფასა კომპანია Meta-ს ხელმძღვანელმა ნიკ კლეგმა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება.

„ძალიან მალე მილიონობით რუსი მოქალაქე მოწყვეტილი იქნება სანდო ინფორმაციას, კავშირის ჩვეული მეთოდებისგან ოჯახსა და მეგობრებთან, ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას“,- წერს ნიკ კლეგი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 მარტს „როსკომნადზორმა“ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მასშტაბით დაბლოკოს წვდომა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები