რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
მოქალაქეებს ასევე მიმართეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. მათ მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.