“უკრაინის ომი ეკონომიკური კატასტროფაა, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს” – მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

უკრაინის ომი არის “კატასტროფა” მსოფლიოსთვის, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ომის ეკონომიკური გავლენა უკრაინის საზღვრებს სცილდება და ენერგეტიკის გლობალური ფასების ზრდა ყველაზე მეტად ღარიბებს დაარტყამს.

დევიდ მალპასის თქმით, პრობლემაა ინფლაციაც: “ომმა სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია,  რაც პრობლემაა ღარიბი ქვეყნების ხალხისთვის”.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი შეშფოთება ადამიანების სიცოხლის მოსპობაა, რომელიც დღეს ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები