პოდოლიაკი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ამასთან, პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ მიმდინარეობს ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ბელარუსში და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, სამომავლოდ მოლაპარაკებები სხვა ქვეყანაში გაგრძელდეს.

“ჩვენ საერთოდ არ ვენდობით რუსეთის ფედერაციას, ამიტომ, გვსურს, გვყავდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო შუამავალი. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და დავაფიქსირებთ ნებისმიერ დარღვევას”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

​შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 მარტს გამართული მეორე რაუნდი ძირითად შედეგების გარეშე დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტაზე ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის, თუმცა, რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა და, როგორც უკრაინული მედია წერდა, ხერსონში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ჰუმანიტარული ტვირთისთვის “მწვანე დერეფანი” არ გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები