გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე, 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 675 ადამიანი დაშავდა.
ამის მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ რუსი მებრძოლები მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ისვრიან.
გუშინ გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის “ჰუმანიტარული დერეფნები” შეიქმნება. თუმცა, როგორც უკრაინაში აცხადებენ, რუსეთი პირობას ჯერ არ ასრულებს.