სტოლტენბერგი: მომავალი დღეები უკრაინაში, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით
ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მომავალი დღეები „სავარაუდოდ უარესი იქნება“.
„მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიტანენ მძიმე იარაღს და განაგრძობენ თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მან პუტინს ომის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ გავაფრთხილეთ სამყარო, რომ პუტინი გეგმავდა უკრაინის დაპყრობას, სწორედ ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა ძალიან აქტიურად იბრძოლეს იმისთვის, რომ დიპლომატიურად გადაეჭრათ პრობლემები. ასევე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთს ამ ყველაფრის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა. რუსეთი იხდის ამ საფასურს ახლა.
ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ის ომი, რომელზედაც არჩევანი თავად შეაჩერა, დაგეგმა და ახლა ებრძვის მშვიდობიან ქვეყანას.
ჩვენ მოვთხოვთ პუტინს, რომ შეწყვიტოს მყისიერად ეს ომი და გამოიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან უპირობოდ. ასევე დიპლომატიური გზით სვლისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.