ვლადიმერ პუტინი: მეზობელ ქვეყნებს ვურჩევდი, არ გაამწვავონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს ურჩია, ვითარება არ გაამწვავონ და შეზღუდვები არ დააწესონ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

“მათ [მეზობელ ქვეყნებს] ვურჩევდი, არ გაამწვავონ სიტუაცია, არ დააწესონ არანაირი შეზღუდვა. ჩვენ, ყველა ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას,” – განაცხადა პუტინმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები