უკრაინაში რუსულ იარაღს, დაახლოებით, 30 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო რწმუნებულმა, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ რვადღიანი ომის განმავლობაში უკრაინაში რუსულ იარაღს 28 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაიჭრა.

„განადგურებულია სამშობიარო სახლები, საბავშვო ბაღების, სკოლები. დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ბავშვი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, მათ შორის არინა ობოლი და ინვალიდი ბავშვებიც, რომელთაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 28 ბავშვი, ხოლო 64 დაჭრილია“, – აღნიშნა გერასიმჩუკმა.

ჰუმანიტარული დერეფნის კოორდინატორმა პრეზიდენტის ოფისიდან, ტატიანა ლომაკინამ ასევე აღნიშნა – „ბავშვები იბადებიან სარდაფებში და პირველი, რაც მათ ესმით, ეს აფეთქებების ხმაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები