ბორელი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საომარი ქმედებები ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საომარი ქმედებები უკრაინაში, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის რაიონში.

„რუსულ თავდასხმას უშუალოდ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის რაიონში შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერდეს“, – აღნიშნა ბორელმა Twitter-ის გვერდზე.

მისი თქმით, სროლამ და შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დააყენა. მან ასევე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს უკრაინის მხარდაჭერა სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები