ბრიტანეთში უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში გეგმავენ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქებისათვის ჩამორთმეული კერძო საკუთრებები შესაძლოა, უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად გამოიყენონ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს რული ოლიგარქების კუთვნილი ქონების კონფისკაციას, რააბმა განაცხადა, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება გამართლებულია.
”თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ამას გავაკეთებთ”, – განმარტა რააბმა ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.