ოდესის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის ქალაქ ზატოკას მახლობლად რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, თვითმფრინავი თავს დაესხა სამხედრო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამ დროისათვის პილოტს ეძებენ.