ბორის ჯონსონი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, ბორის ჯონსონი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის “ნოვიჩოკით” მოწამვლას იხსენებს და წერს, რომ მაშინ მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა გაერთიანებული სამეფოს გვერდით იდგა.

მისი თქმით, დღეს ისინი დგანან უკრაინის გვერდით და ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის “ბარბაროსული წამოწყება” წარუმატებლად დასრულდეს.

“ოთხი წლის წინ ჩვენი ქვეყანა შეძრწუნდა, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ სოლსბერის ქუჩებში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჩემი ფიქრები რჩება ყველა დაზარალებულთან და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანის დაუღალავ ძალისხმევას, ვინც მონაწილეობდა ამ საზიზღარ თავდასხმაზე რეაგირებაში.
მაშინ ჩვენ გვერდით იდგნენ მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა. დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს”, – წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები