მოსკოვის საფონდო ბირჟა ვაჭრობისთვის დღესაც არ გაიხსნება

რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟა ვაჭრობისთვის დღესაც არ გაიხსნება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, საფონდო ბირჟა მთელი კვირაა, არ გახსნილა.

მას შემდეგ, რაც შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შეფასების შედეგად, რუსული ვალუტა თითქმის 30%-ით გაუფასურდა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ვარდნის საპასუხოდ საპროცენტო განაკვეთები 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები