სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ტვიტერ”-ში დაწერა.
როგორც ენტონი ბლინკენი წერს საქართველოს პრეზიდენტს მან მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
Spoke with President @Zourabichvili_S to thank her for the people of Georgia’s support for Ukraine and to underscore the firm U.S. commitment to both Ukraine and Georgia’s sovereignty and territorial integrity.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) March 3, 2022