კადიროვმა უკრაინელი ნაციონალისტი მეთაურების თავებზე ჯილდო დააწესა
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უკრაინელი ნაციონალისტებისა და “დუდაევის” ბატალიონის მებრძოლების თავებისთვის, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ, ჯილდო დააწესა.
კადიროვმა განმარტა, რომ ამას ამბობს არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ – როგორც რუსი პატრიოტების წარმომადგენელი. მისი თქმით, თითო უკრაინელი ნაციონალისტის მოკვლისთვის 500 000 დოლარს გადაიხდის.
ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს რუსეთის ჯარების მხარეზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა.
„მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს: თქვენ უფრო განათლებული და წიგნიერი ხალხი ხართ, უნდა გესმოდეთ სიტუაცია და გვერდში უნდა დაუდგეთ რუსულ ქვედანაყოფებს, რათა განდევნოთ ნაცისტური ბოროტება. მაგრამ რატომღაც უფრო გეშინიათ „ბანდერასი“. ნუ შეგეშინდებათ მათი! რუსი სამხედროების გვერდით არ უნდა გეშინოდეთ”, – განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა.
“ის [ზელენსკი] პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილსა და თავისი ხალხის მომავალზე. სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია – რუსული მხარის პირობების სრულად შესრულება”, – განაცხადა კადიროვმა.