უკრაინელი მფლობელების მიმართ, საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა
უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ავტოიმპორტიორებსა და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ავტომობილების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ 45-დღიან ვადაში. საბაჟო სამართალდარღვევისთვის კუთვნილი სანქციისგან გათავისუფლდება 100 ერთეულზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.