“სულ დაცვა ვერ გაგაცილებთ” – ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში

“სულ ასე ვერ იცხოვრებთ, სულ დაცვა ვერ გაგაცილებთ “, – თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ასეთი შეძახილების ფონზე დახვდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის დაზარალებულებს საქმეში ბრალდებულების მეგობრები.
რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, იყო ადგილზე გაწევ-გამოწევაც. თუმცა, სამართალდამცველებმა ვითარების განმუხტვა დროულად შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი – რატი წვერავა და “მთავარი არხის” ოპერატორი, დათუნა ახალაძე გამოიკითხნენ. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები