„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – საგამომცემლო საკითხებზე უცხოელი და ადგილობრივი გამომცემლების შეხვედრები გაიმართება

3-6 მარტს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე საუბრების სერია ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრებს ჩაატარებენ: PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
შეხვედრები გაიმართება 12-დან 16 საათამდე, სასტუმრო Moxy-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები