ვასილკოვში საერთო საცხოვრებელზე ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
კიევის რეგიონში, ვასილკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კიევის სამხრეთ-დასავლეთით, ვასილკოვის მახლობლად საჰაერო ბაზაა, რომლის ირგვლივ ბრძოლები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
ამას გარდა, მისივე თქმით, სოფელ კალინოვკაში რაკეტის აფეთქების შედეგად სამი კერძო სახლი დაინგრა.
„სოფელ კალინოვკაში რაკეტის სროლის შედეგად 3 კერძო სახლი დაინგრა. ამ დროისთვის, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ უცნობია“, – დასძინა ბალანსინოვიჩმა.