„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი, უკრაინის წითელი ჯვრის დასახმარებლად
1 მარტს, 22:00 საათზე, პირველი არხი საქართველოს წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მარათონში ჩაერთო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პოეტი ეთერ თათარაიძე.
მარათონის დროს გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს.
ანგარიშის ნომერი:
GE84BG0000000533473787GEL
ან დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან: 16 222
ზარის ღირებულება – 1 ლარი.