სუმის ოლქში, ახტირკასთან ახლოს მდებარე ნავთობის საცავზე რუსი დამპყრობლების მიერ საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას სუმის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ჟივიცკი “ტელეგრამის” არხზე ავრცელებს.
ჟივიცკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ძლიერი ხანძარი და სქელი შავი კვამლი ჩანს.
რუსის ძალოვნები ნავთობის საცავს დაახლოებით 12:30 საათზე დაესხნენ თავს.