დონეცკის ყველაზე ცხელ წერტილებში, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში თავდასხმები გრძელდება

დღეისათვის დონეცკის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებად მარიუპოლი და ვოლნოვახა რჩება. დონეცკის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ცნობით, ამ ქალაქებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„დილის 9-ის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში ცხელ წერტილებად რჩება მარიუპოლი და ვოლნოვახა, სამხედროების თქმით, ამ ქალაქებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, საკვების, წყლის ვოლნოვახაში მიტანისა და ასევე მოსახლეობის ევაკუაციისთვის მწვანე დერეფნის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ”, – წერს კირილენკო Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები