„საუბრები მუზეუმში“: გურამ წიბახაშვილი და დავით მესხი
28 თებერვალს, 18:30 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ვიზუალურ ხელოვანებთან შეხვედრების ახალი ციკლის – „საუბრები მუზეუმში“ პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. დისკუსიაში ფოტოგრაფების ორი თაობის წარმომადგენლები – გურამ წიბახაშვილი და დავით მესხი მონაწილეობენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ორი გამოფენის – გურამ წიბახაშვილის „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან” და დავით მესხის „უწონობისფერის“ დახურვასთან დაკავშირებით გაიმართება.
მოდერატორი: „თბილისის ფოტო ფესტივალის“ და თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ნესტან ნიჟარაძე.
შეხვედრის ცენტრში იქნება ორი ხელოვანის დისკუსია ფოტოგრაფიაზე, არტისტული იდენტობის ძიების გზებზე და სამყაროზე, რომელიც ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში აისახება.
გურამ წიბახაშვილი – „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან”:
https://tpmm.ge/ka/events/guram-wibaxashvili-peplebi-stumrad-shuadgisas-modian?fbclid=IwAR16T219p0Ju4J-o86fwuzOxO8YbvU2O9UUfpg6yb4C68qjD3Ak7Iw6eNSY
დავით მესხი -„უწონობისფერი“:
https://tpmm.ge/ka/events/davit-mesxi-uwonobisferi
თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, დ ბლოკი. 14 მ. კოსტავას ქ.
ფოტო ქავერზე: 1. გურამ წიბახაშვილი, „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“. 2019-2021.
2. დავით მესხი. „უწონობისფერი“. 2016-2021.